Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნი მოუწოდებს ასადს შეწყვიტოს ხალხის ხოცვა


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი აცხადებს, რომ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა უნდა შეწყვიტოს „საკუთარი ხალხის ხოცვა.“ ლიბანში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ბან კი მუნმა აღნიშნა, რომ რეპრესიებს სიტუაცია ჩიხში შეჰყავს. გაეროს გენერალურმა მდივანმა გამოთქვა რწმენა, რომ არაბეთის სამყაროში ავტორიტარული რეჟიმების ერა დასასრულს უახლოვდება. მსოფლიო საზოგადოება მიესალმება პოლიტიკურ ცვლილებებს ტუნისში, ეგვიპტეში, ლიბიასა და იემენში, სადაც ავტორიტარული მმართველები დაემხნენ სახალხო გამოსვლების შედეგად, - განაცხადა ბან კი მუნმა. სირიაში 10 თვეა არ წყდება მასობრივი არეულობა. ამ ხნის განმავლობაში, გაეროს მონაცემებით, ქვეყანაში 5 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სირიის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ სამთავრობო შეიარაღებული ძალების 2000 სამხედრო „შეიარაღებულმა ტერორისტებმა“ დახოცეს.
XS
SM
MD
LG