Accessibility links

logo-print

ალასანიას თანაპარტიელი გირაოთი გაანთავისუფლეს


ალასანიას თანამებრძოლი გირაოთი გაანთავისუფლეს

"თავისუფალი დემოკრატების” ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ელგუჯა ჩხაიძე ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. ინფორმაცია ადასტურებს პარტიის პრესსამსახური, რომლის თანახმად, სასამართლომ ელგუჯა ჩხაიძეს გირაოს სახით 2 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. თუმცა, გამოძიება გაგრძელდება და საქმის არსებითი განხილვა ორ თვეში დაიწყება. ელგუჯა ჩხაიძის მტკიცებით, აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით სამართალდამცავ ორგანოში ფიზიკური მასზე ზეწოლა განხორციელდა. ჩხაიძის განცხადებით, პოლიციის მაღალჩინოსნებმა იგი დივანზე წააქციეს და ხელზე სავარაუდოდ, ყალბი ანაბეჭდების მოპოვების მიზნით იარაღი შეახეს. ,,თავისუფალი დემოკრატების” ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე 13 იანვარს იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით დააკავეს. თანაპარტიელის დაკავების გამო პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია გუშინ ლანჩხუთში ჩავიდა და პოლიციის შენობის წინ პრესკონფერენცია გამართა. ალასანიამ თანაგუნდელის დაკავების ფაქტს პოლიტიკური დევნა უწოდა და მასში საქართველოს უმაღლესი ხელისუფლება დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG