Accessibility links

logo-print

რუსული კოსმოსური სადგური დღეს მიწაზე დაეცემა


პლანეტშორისო კოსმოსური სადგური „ფობოს-გრუნტი“, რომლის გაშვება წარუმატებელი აღმოჩნდა 15 იანვარის საღამოსა და 16 იანვრის შუაღამის შუალედში ცამოვარდება დედამიწაზე. ამის შესახებ რუსეთის ფედერალური კოსმოსური საააგენტო იუწყება. სადგური შემუშავდა მარს ფობოსის თანამგზავრთან გასაფრენად, სადაც მას უნდა აეღი გრუნტის სინჯი და დაბრუნებულიყო დედამიწაზე. „ფობოს-გრუნტის“ აგება 165 მილიონი დოლარი დაჯდა. კოსმოსური სადგურის გაშვება 2011 წლის ნოემბერში განხოერციელდა, თუმცა დაუდგენელი მიზეზებსი გამო სამარშო ძრავები არ ჩაირთო. „ფობოს-გრუნტის“ წონა 13,5 ტონაა, თუმცა მეცნიერების პროგნოზით, სადგურის ძირიტადი ნაწილები ატმოსფეროში დაიწვებიან და დედამიწაზე ჩამოვარდნილი მისი ფრაგმენტები არავითარ ზიანს არ მიაყენებენ გარემოს. „როსკოსმოსის“ გათვლით „ფობოს-გრუნტის“ ნამსხვერევები ჩილის წყნარი ოკეანის სანაპიროდან 700 კილომეტრზე ჩაცვივდება.
XS
SM
MD
LG