Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქართველოს რკინიგზა" დაჩქარებულ მოძრაობაზე გადადის


სამგზავრო მატარებლები დღეიდან ცენტრალურ მაგისტრალზე დაჩქარებულ მოძრაობას იწყებენ. რკინიგზის ინფორმაციით, პირველად ქართული რკინიგზის ისტორიაში, სამგზავრო მატარებლის სიჩქარე 120 კმ/საათი იქნება. შედეგად, თბილისი-ფოთის მონაკვეთის დაფარვა 4 საათსა და 45 წუთში, ხოლო თბილისი-ბათუმის მონაკვეთის დაფარვა 5 საათსა და 15 წუთში გახდება შესაძლებელი. გარდა ამისა, "საქართველოს რკინიგზა" იწყებს ახალ პროექტს "ერთი დღით საქართველოს კურორტებზე". პროექტის დეტალებზე რკინიგზაში დღეს ბრიფინგი გაიმართება.
XS
SM
MD
LG