Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიეგო მარადონა საავადმყოფოში მოათავსეს


ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა, დუბაის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს, - ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება. 51 წლის მარადონას, რომელიც კლუბ "ალ-ვასლის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობას იკავებს, ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების გამო ოპერაცია ჩაუტარდება. მედიის ცნობით, თუ ოპერაცია უპრობლემოდ ჩაივლის, მარადონა კლინიკას ორშაბათს დატოვებს.
XS
SM
MD
LG