Accessibility links

logo-print

„ფობოს-გრუნტის“ ნამსხვრევები, შესაძლოა, ბრაზილიის ტერიტორიაზეც ჩაცვივდა


ბალისტიკოსების ინფორმაციით, პლანეტათშორისი კოსმოსური სადგურის „ფობოს-გრუნტის“ ნამსხვრევები წყნარი ოკეანის გარდა შესაძლოა ბრაზილიის ტერიტორიაზეც ჩაცვივდა. რამდენიმე ხნით ადრე საჰაერო კოსმოსური თავდაცვის ხელმძღვანელი ალექსეი ზოლოტუხინი აცხადებდა, რომ სადგურის ნამსხვრევები კვირას საღამოს წყნარ ოკეანეში კუნძულ ველინგტონიდან 1250 კილომეტრში ჩაცვივდა. სადგური „ფობოს-გრუნტი“ შემუშავდა მარს-ფობოსის თანამგზავრზე გასაფრენად, სადაც მას უნდა აეღო გრუნტის სინჯი და დაბრუნებულიყო დედამიწაზე. თუმცა ორი თვის შემდეგ „ფობოს-გრუნტის“ მისია წარუმატებლად დასრულდა. რუსულ კოსმოსურ სადგურს, რომლის აგებაც 165 მილიონი დოლარი დაჯდა, დაუდგენელი მიზეზების გამო სამარშო ძრავები არ ჩაერთო.
XS
SM
MD
LG