Accessibility links

იტალიაში ექვსამდე გაიზარდა გემის კატასტროფის მსხვერლთა რიცხვი


იტალიის სამაშველო სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, დღეს დილას კიდევ ერთი მგზავრის გვამი იპოვეს გემში, რომელმაც პარასკევს კატასტროფა განიცადა ტირენის ზღვის ნაპირთან. შედეგად, ექვსამდე გაიზარდა სამგზავრო ლაინერ „კოსტა კონკორდიას“ კატასტროფის მსხვერპლთა რიცვხი. დაკარგულად ითვლება კიდევ, სულ ცოტა, 15 ადამიანი. სამგზავრო ლაინერი, რომელშიც 4200-მდე მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ, იტალიის დასავლეთ სანაპიროზე მეჩეჩზე დაჯდა და გადატრიალდა. „კოსტა კონკორდიას“ მფლობელი არ გამორიცხავს, რომ გემის კაპიტანმა, ფრანჩესკო სკეტინომ ვითარების შეფასებისას დაუშვა შეცდომები, რომლებსაც სერიოზული შედეგები მოჰყვა და ინციდენტის შემდეგ არ იქნა დაცული საგანგებო მდგომარეობისათვის განსაზღვრული სტარნდარტული პროცედურები. კაპიტანი სკეტინო დაპატიმრებულია მკვლელობისა და გემის მიტოვებაში ბრალდებების საფუძველზე.
XS
SM
MD
LG