Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონტროლის პალატა მოძრაობის - ”ჩვენი ხმა გიგი უგულავას" - ფინანსურ საქმიანობას შეამოწმებს


საქართველოს კონტროლის პალატაში არსებული, პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური მოძრაობის ”ჩვენი ხმა გიგი უგულავას" ფინანსურ საქმიანობას შეამოწმებს. სამსახურის ხელმძღვანელის ნათია მოგელაძის განცხადებით, კონტროლის პალატა მზად არის შეამოწმოს ყველა ორგანიზაცია, რომლის შესაძლო პოლიტიკური საქმიანობის გამო საზოგადოებას გარკვეული შეკითხვები აქვს. მოგელაძის თქმით, მონიტორინგის სამსახური ეხმაურება სოციალური ქსლით გავრცელებულ ინფორმაციას და მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეამოწმოს მოძრაობის ”ჩვენი ხმა გიგი უგულავას" ფინანსური საქმიანობა და ინფორმაცია საჯაროდ გამოაქვეყნოს.
XS
SM
MD
LG