Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა ადრიატიკის ზღვაში მომხდარ კატასტროფას


საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში საქართველოს საელჩოსგან ელის დაზუსტებულ ინფორმაციას ადრიატიკის ზღვაში მომხდარი კატასტროფის შესახებ. თურქული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, საქართველოს ორი და აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დაიღუპნენ თურქეთის კუთვნილ ტანკერზე, რომელიც 15 იანვარს, ბორტზე მომხდარი აფეთქების შემდეგ ჩაიძირა ალბანეთის ქალაქ დურესის სანაპიროსთან. ამავე წყაროთა ინფორმაციით, მაშველებმა გადაარჩინეს ეკიპაჟის 12 წევრი, რომელთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა. თურქული მედიის ინფორმაციით, აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ ტანკერიდან უკვე გადატვირთული იყო 3 ათასი ტონა საწვავი, რომელიც გემმა ალბანეთის ქალაქ დურესში ჩაიტანა.
XS
SM
MD
LG