Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში სამოქალაქო ვერტმფრენი ჩამოვარდა


ნატო ადასტურებს, რომ ავღანეთში ჩამოვარდა სამოქალაქო ვერტმფრენი. ავღანელი პოლიციელების ცნობით, სამხრეთ ავღანეთში მომხდარმა ავარიამ სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო კოალიცია აცხადებს, რომ დაწყებულია ინიცდენტის გამოძიება. ჯერ არ არის დადგენილი, რამ გამოიწვია ვერტმფრენის ჩამოვარდნა - მასზე იერიშმა, თუ ტექნიკურმა პრობლემამ. თალიბანის წარმომადგენელი, ყარი იუსუფ აჰმადი აცხადებს, რომ ვერტმფრენი მეამბოხეებმა ჩამოაგდეს.
XS
SM
MD
LG