Accessibility links

logo-print

ევროკავშირმა დაგმო კოსოვოელი ალბანელების საპროტესტო აქტი საზღვართან


ევროპის კავშირმა დაგმო შაბათ-კვარას მოწყობილი რადიკალურად განწყობილი კოსოვოელი ალბანელების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია, რომლის მიზანი იყო სერბიიდან მომავალი ტვირთისთვის კოსოვოს ტერიტორიაზე შეტანისთვის ხელის შეშლა. მაიკლ მანმა, რომელიც ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერის, კეთრინ ეშტონის წარმომადგენელია, განაცხადა, რომ კოსოვოელი ალბანელების მიერ მოწყობილი გამოსვლა სრულიად გაუმართლებელი იყო, რადგან ის ეწინააღმდეგებოდ იმას, რაც ევროკავშირის მიერ აღიარებული ერთ-ერთი მთავარი თავისუფლება, ტვირთის გადაადგილების თაავისუფლებაა. შეტაკებაში, რომელიც მოხდა პოლიციასა და ქვებით შეიარაღებულ ასეულობით კოსოვოელ ალბანელს შორის, დაშავდა 50 კაცი, მათ შორის 31 პოლიციელი. აქციის ინიციატორი იყო თვითგამოცხადებული ჯგუფი, რომელიც სერბიასთან კონტაქტს ეწინააღმდეგება.
XS
SM
MD
LG