Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი გუბერნატორების პირდაპირი არჩევის ინიციატივით გამოვიდა


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა პარლამენტს განსახილველად გაუგზავნა კანონპროექტი, რომელიც ფედერაციის რეგიონების გუბერნატორების პირდაპირ არჩევას დააკანონებს. ეს ფორმა ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის დროს გაუქმდა. ახალი დოკუმენტის მიხედვით, პარტიის კანდიდატებს და კერძო პირებს შეუძლიათ კენჭი იყარონ გუბერნატორის თანამდებობაზე. თუმცა, კანონპროექტი მოითხოვს, რომ რეგისტრირებულმა პარტიებმა კანდიდატის ოფიციალურ წარდგენამდე პრეზიდენტთან იმსჯელონ. კანონპროექტი მედვედევის მიერ მასობრივი გამოსვლების შემდეგ დაპირებული რეფორმების ნაწილია. ოპოზიცია შემდეგ დემონსტრაციების თებერვლისთვის გეგმავს.
XS
SM
MD
LG