Accessibility links

logo-print

გერმანიაში ომის შემდეგ პირველად გამოსცემენ ჰიტლერის „ჩემი ბრძოლის“ ფრაგმენტებს


ადოლფ ჰიტლერის ნაშრომის, „ჩემი ბრძოლის“ ფრაგმენტებს გამოსცემენ გერმანიაში პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ბრიტანულმა გამომცემლობამ განაცხადა, რომ „ჩემი ბრძოლის“ ფრაგმენტები გამოქვეყნდება მეცნიერთა კომენტარებით. წიგნი გერმანიაში აიკრძალა 1945 წელს. მისი გამოცემის საავტორო უფლება გერმანიის ბავარიის მხარეს ეკუთვნის. „ჩემი ბრძოლა“ ჰიტლერმა დაწერა 1924 წელს, საპატიმროში. მასში მისი თეორიები და შეხედულებებია აღწერილი.
XS
SM
MD
LG