Accessibility links

„სტანდარტ ენდ პურსმა“ ევროკავშირის დახმარების ფონდს რეიტინგი შეუმცირა


აშშ-ში დაფუძნებულმა სარეიტინგო კომპანია „სტანდარტ ენდ პურსმა“ (Standard & Poor's) დღეს რეიტინგი შეუმცირა ევროკავშირის ფინანსურ ფონდს ერთი ერთეულით. „სტანდარტ ენდ პურსის“ თანახმად, გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან გასულ კვირას რეიტინგი შეუმცირდა ორ ქვეყანას, რომლებიც ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდის გარანტებად ითვლებიან. პარასკევს სარეიტინგო ორგანიზაციამ რეიტინგები შეუმცირა ევროზონის ცხრა ქვეყანას. დღეს, ადრე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდო ვესტერველემ განაცხადა, რომ დროა, ევროპის ქვეყნებმა ჩამოაყალიბონ საკუთარი დამოუკიდებელი საკრედიტო-სარეიტინგო ორგანიზაცია. ვესტერველეს თქმით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის შეთანხმების მიზანია გადაილახოს ვალებით გამოწვეული კრიზისი. მისივე აზრით, შეთანხმებებს უნდა მიეცეს მოქმედების საშუალება სარეიტინგო ფირმების მიერ გამოწვეული წინასწარი ეჭვების გარეშე.
XS
SM
MD
LG