Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში არჩევნების შედეგები გააპროტესტეს


დემონსტრაციის მონაწილეებმა საარჩევნო ბიულეტენები დაწვეს
დემონსტრაციის მონაწილეებმა საარჩევნო ბიულეტენები დაწვეს

ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატაში 200-მდე ოპოზიციონერი და მათი მხარდამჭერი შეიკრიბა კვირის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად.

წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პარლამენტში მოსახვედრად საკმარისი ხმები მოაგროვა სამმა პარტიამ - მმართველმა „ნურ ოტანმა“ და პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის მხარდამჭერმა კიდევ ორმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, „აკ ჟოლმა“ და კომუნისტურმა ხალხის პარტიამ.

უცხოელი დამკვირვებლების შეფასებით, ყაზახეთში ჩატარებული არჩევნები არ შეესაბამებოდა ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს.

დღევანდელი, სანქცირებული დემონსტრაციის ორგანიზატორი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელმაც ვერ შეძლო ხმების შვიდპროცენტიანი ბარიერის გადალახვა.

დემონსტრაციის მონაწილეებმა დაწვეს საარჩევნო ბიულეტენები, ოპოზიციის შეფასებით, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.
XS
SM
MD
LG