Accessibility links

logo-print

უკრაინა ისევ შეეცდება რუსეთიდან გაზის იმპორტის გაიაფებას


უკრაინა ისევ შეეცდება რუსეთის დაყოლიებას გაზის გაიაფებაზე, რის შესახებაც იმსჯელებენ მოლაპარაკებაზე მოსკოვში. შეხვედრაში მონაწილეობენ უკრაინის ენერგეტიკისა და ქვანახშირის მრეწველობის მინისტრი იური ბოიკო და რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელი, ალექსეი მილერი. ამჟამად უკრაინას 416 დოლარად უჯდება რუსეთიდან 1000 კუბური მეტრი გაზის იმპორტი და, ცნობების თანახმად, იმედი აქვს, რომ ამ ფასს 250 დოლარამდე დაიყვანს. ამჟამინდელ ფასს, რომელიც 10-წლიანი კონტრაქტით არის განსაზღვრული, კიევი გადაჭარბებულად მიიჩნევს და მას უკავშირებს უკრაინის ეკონომიკურ პრობლემებს. რუსეთის განცხადებით, გაიაფება შესაძლებელია უკრაინის გაზის სადისტრიბუციო ქსელში მოსკოვისათვის წილის გადაცემის სანაცვლოდ. მაგრამ კიევი გამორიცხავს ასეთ შეთანხმებას.
XS
SM
MD
LG