Accessibility links

logo-print

”ლეიბორისტული პარტია” საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებს


არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ციკლის დაწყების შესახებ განაცხადა დღეს საქართველოს ”ლეიბორისტულმა პარტიამ”. მისმა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პარლამენტთან გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს აცნობა, რომ პერმანენტული აქციები 17 თებერვლიდან დაიწყება. შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება, რასაც სახალხო წინააღმდეგობა დღესვე სჭირდება.
XS
SM
MD
LG