Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში იმყოფება თურქეთის ეროვნული კრების დელეგაცია


საქართველოში იმყოფება თურქეთის ეროვნული კრების დელეგაცია, რომლის წევრებიც დღეს თბილისში შეხვდნენ პარლამენტის დეპუტატებს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი მინაშვილის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთის მიზანია რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მათ საერთო ღირებულებები აქვთ როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და საერთაშორისო საკითხებში. თურქეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე ისაუბრა ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ვოლქან ბოსქარმა. მისივე თქმით, თურქეთი საქართველოს მიიჩნევს სტრატეგიულ პარტნიორად და მეგობრად. რაც შეეხება იმას, რომ 1 თებერვლიდან თურქეთი სავიზო რეჟიმს ამკაცრებს, ბოსქარის განცხადებით, ახალი კანონი საქართველოს წინააღმდეგ არ არის მიმართული და თანაბრად ეხება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს. ამ საკითხს თურქეთის სახალხო კრების დელეგაციის წევრები საქართველოს შს-თა და იუსტიციის მინისტრებთან შეხვედრისას განიხილავენ.
XS
SM
MD
LG