Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს: მარტინ შულცი


ევროპარლამენტმა დღეს ახალ თავმჯდომარედ აირჩია გერმანელი სოციალისტი, მარტინ შულცი, რომელიც ამ პოსტზე ცვლის იერჟი ბუზეკს - პოლონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელს. მარტინ შულცი 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე უხელმძღვანელებს ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს. დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სტრასბურგში გამართულ კენჭისყრაზე, შულცის კანდიდატურას მიემხრო 387 პარლამენტარი სულ 699 პირიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის სხდომაში.
XS
SM
MD
LG