Accessibility links

logo-print

მაშველები განაგრძობენ დაკარგულთა ძებნას "კოსტა კონკორდიაზე"


მაშველები განაგრძობენ დაკარგულთა ძებნას სამგზავრო ლაინერზე, რომელმაც პარასკევს კატასტროფა განიცადა იტალიის დასავლეთ სანაპიროსთან. ამ დროისთვის დადასტურებულია ექვსი ადამიანის დაღუპვის ფაქტი. იტალიის საზღვაო სამაშველო სამსახურის მონაცემებით, კვლავაც დაკარგულად ითვლება 29 პირი- მათ შორის 25 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი. იტალიის გაზეთი „ლა სტამპა“ დღეს, მაშველებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ გემზე იპოვეს კიდევ ერთი დაღუპულის გვამი, რის შედეგადაც შვიდამდე გაიზარდა მსხვერპლის რიცხვი. მაგრამ ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ თვით მაშველები. სამგზავრო ლაინერი „კოსტა კონკორდია“, რომელშიც 4200-მდე მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ, 13 იანვარს იტალიის დასავლეთ სანაპიროზე მეჩეჩზე დაჯდა და გადატრიალდა.
XS
SM
MD
LG