Accessibility links

logo-print

სააკაშვილის განცხადებით, იწყება მზადება ლაზიკის მშენებლობისათვის


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რამდენიმე დღეში დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები ლაზიკის მშენებლობისათვის. მიხეილ სააკაშვილმა დღეს, მარტვილში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში ლაზიკისათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე შევა მძიმე ტექნიკა და დაიწყება ჭაობების დაშრობა. პრეზიდენტის თქმით, სამეგრელოში მრავალი პროექტი ხორციელდება, ვითარდება ფოთი და ანაკლია, დაიწყება ლაზიკის მშენებლობა, რასაც "ბევრი სკეპტიკურად უყურებს". სააკაშვილის განმარტებით, ახალი ქალაქი მისი „ფანტაზიის ნაყოფი“ კი არ არის, არამედ საჭიროა კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად. „შავიზღვისპირეთში არის რამდენიმე ათეული კილომეტრი, რომელიც ჯერ კიდევ არის გამოუყენებელი და ის უნდა ავამუშაოთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მარტვილში, სადაც დღეს ახალი საავადმყოფო გახსნა.
XS
SM
MD
LG