Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიამ დაიწყო იურიდიული პროცედურა უნგრეთის წინააღმდეგ


ევროკომისიამ დღეს ოფიციალურად დაიწყო იურიდიული პროცედურა, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს უნგრეთის წინააღმდეგ სანქციები, ამ ქვეყნის მიერ ევროკავშირის კანონების დარღვევასთან დაკავშირებით. ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს განცხადებით, უნგრეთს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, არ მოუხდენია რეაგირება ევროკავშირის ორგანოების წინა შენიშვნებზე, რომლებიც ეხებოდა ბუდაპეშტის მიერ მიღებულ კანონებს სასამართლო სისტემის, ეროვნული ბანკისა და ინფორმაციის დაცვის უწყების რეფორმის შესახებ. ბრიუსელის აზრით, ეს კანონები არღვევს ევროკავშირის მთელ რიგ საბაზისო შეთანხმებებს. თუ უნგრეთი არ შეიტანს ცვლილებებს თავის კანონმდებლობაში, საქმეს გადასცემენ ევროპის სასამართლოს.
XS
SM
MD
LG