Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანი აფერხებს პოლიომიელიტის ვაქცინაციას


პოლიომიელიტის გამო შექმნილ სიტუაციას საგანგაშო უწოდა ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ, რომელმაც მოუწოდა თალიბანს, დართოს ექიმებს ნება ვაქცინაცია ჩაატარონ ექსტრემისტული ორგანიზაციის კონტროლის ქვეშ მყოფ რაიონებში. „ისინი ვინც, ვაქცინაციას უღობავენ გზებს, ბავშვების ნამდვილი მტრები არიან,“- ნათქვამია ავღანეთის პრეზიდენტოს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ავღანეთი, ნიგერიას და პაკისტანთან ერთად იმ ქვეყნების რიცხვს განეკუთვნება, სადაც პოლიომიელიტი პანდემიის ხასიათს ატარებს. შარშან ქვეყანაში დაავადების 80 ახალი შემთხვევა აღინიშნა, რაც სამჯერ აღემატება 2010 წლის მაჩვენებელს.
XS
SM
MD
LG