Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ჟურნალისტი მოკლეს


უცნობმა შეირაღებულმა პირმა ქალაქ ფეშავარში ჟურნალისტი მუკარამ ხან ატიფი მოკლა. ჟურნალისტი „ამერიკის ხმის“ პუშტუსენოვანი რადიოს „დივა რადიოს“ და პაკისტანის ურდუსენოვანი კერძო ტელევიზიისათვის მუშაობდა. „დივა რადიოს“ მთავარმა რედაქტორმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჟურნალისტზე ტავდასხმა მუკარამ ხანის სახლთან ახლოს მოხდა. სასიკვდილოდ დაჭრილი ჟურნალისტი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მუკარამ ხანის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანმა, რომლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი აფრთხილებდნენ ჟურნალისტს შეეწყვიტა ანტითალიბანული რეპორტაჟების კეთება.
XS
SM
MD
LG