Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ვიკიპედიამ” ერთი დღით დახურა ინგლისურენოვანი საიტი


ინტერნეტ-ენციკლოპედია ”ვიკიპედიის” ინგლისური საიტი პროტესტის ნიშნად 24 საათით დაიხურა. აშშ კონგრესის კანონპროექტს სხვა პოპულარული ვებ-საიტებიც აპროტესტებენ. კრიტიკოსების აზრით, კანონპროექტი, შესაძლოა, ცენზურისთვის იყოს გამოყენებული. ”ვიკიპედიის” ინგლისური ვებ-საიტი, რომელსაც ყოველდღიურად ასობით მილიონი მომხმარებელი ჰყავს, ოთხშაბათს ჩაბნელებული იქნება. ახალ კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაში ეწოდება ”მეკობრეობის შეჩერების აქტი”, სენატში კი ”ინტელექტუალური საკუთრების დაცვის აქტი” და მისი მიზანია აშშ-ის ინტელექტუალური საკუთრების მეკობრული ვერსიებით უკანონო ვაჭრობის შეჩერება. კანონპროექტის მხარდამჭერები არიან კინო და მუსიკის ინდუსტრიის წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ მილიონობით დოლარს კარგავენ მათი პროდუქციით უკანონოდ გავრცელების შედეგად. კრიტიკოსთა აზრით, თუკი კანონპროექტი დამტკიცდება, ხელისუფლებას ექნება დამატებითი ბერკეტები რაიმე პროცედურის გარეშე დახუროს მეკობრეობაში დადანაშაულებული ვებსაიტები, რითაც საფრთხე ექმნება სიტყვის თვისუფლებასა და იონოვაციას ინტერნეტში.
XS
SM
MD
LG