Accessibility links

იტალიური სამგზავრო ლაინერის კაპიტანი შინაპატიმრობაშია


იტალიური სამგზავრო ლაინერის - ”კოსტა კონკორდიის” კაპიტანი ციხიდან გაუშვეს, თუმცა, შინაპატიმრობაში რჩება. კაპიტან ფრანჩესკო სკეტინოს ბრალად ედება არაგანზრახ მკვლელობა და გემის დატოვება. არსებული მონაცემებით, 11 ადამიანია დაღუპული და ორ ათეულზე მეტი კვლავაც დაკარგულად ითვლება. ფრანჩესკო სკეტინოს ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უარყოფს გემის დატოვების ფაქტს. იტალიის მედიაში გამოქვეყნდა იტალიის სანაპირო დაცვის სამსახურსა და კაპიტან სკეტინოს შორის საუბრის ჩანაწერის ტექსტი, რომელშიც დაცვის სამსახურის თანამშრომელი რამდენჯერმე უბრძანებს კაპიტანს დაბრუნდეს გემზე მგზავრების გადარჩენის ღონისძიებათა კოორდინაციისთვის. გემზე იმ დროისთვის 4000-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG