Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ცესკო ასრულებს პრეზიდენტობის კანდიდატებისგან საბუთების მიღებას


რუსეთის ცესკო დღეს დაასრულებს საბუთების მიღებას ქვეყნის პრეზიდენტობის იმ კანდიდატებისგან, რომლებიც წარადგინეს არასაპარლამენტო პარტიებმა, ან თავად გადაწყვიტეს პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლა. საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღეს საბუთებს ჩააბარებენ ბიზნესმენი მიხაილ პროხოროვი, ირკუტსკის გუბერნატორი დმიტრი მეზენცევი, ”იაბლოკოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი გრიგორი იავლინსკი და დაურეგისტრირებელი პარტია ”ვოლიას” ლიდერი სვეტლანა პეუნოვა. ცესკო 19 იანვრიდან შეუდგება ხელმომწერთა სიების გადამოწმებას. პროცესი 10 დღეში დასრულდება.
XS
SM
MD
LG