Accessibility links

რუსეთის პროკურატურამ აღმოაჩინა 3000 ათასი დარღვევა საპარლამენტო არჩევნებზე


რუსეთის პროკურატურის თანახმად, 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს ადგილი ჰქონდა 3000 დარღვევას, რომელიც მოიცავს, როგორც ინტერსთა კონფლიქტს საარჩევნო კომისიაში ასევე კანონის დარღვევით ხმის მიცემას. ანგარიშში, რომელიც რუსეთის გენერალურმა პროკურორმა იური ჩაიკამა გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს, ნათქვამია, რომ სამართალდარღვევების გამო 90-მდე ადამიანს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. თუმცა, ანგარიშში არაფერია ნათქვამი სისხლის სამართლის დანაშაულზე. დოკუმენტი გვერდს უვლის ოპოზიციის ბრალდებებს, რომლის თანახმად საპარლამენტო არჩევნების დროს დაშვებულმა მასობრივმა გაყალბებამ გაზრდა ვლადიმირ პუტინის მმართველი პარტიის შედეგი. სადაოდქცეულ საპარლამენტო არჩევნებზე „ედინაია როსიამ“ ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტი მიიღო, რითაც სახელმწიფო დუმაში, პარლამენტის ქვედა პალატაში ადგილების უმრავლესობა მოიპოვა.
XS
SM
MD
LG