Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყვეობიდან გათავისუფლებულ მეზღვაურებს 50 183 ლარი გადასცეს


სომალელი მეკობრეების 16-თვიანი ტყვეობიდან 8 იანვარს გათავისუფლებულ ქართველ მეზღვაურებს მათ დასახმარებლად სპეციალურად შექმნილ ფონდში ჩარიცხული თანხა, 50 183 ლარი ბათუმთან მდებარე სანავიგაციო ინსტიტუტში გადასცეს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებმა. პროფკავშირების განცხადებით, გაერთიანება განაგრძობს მეზღვაურთა დახმარებას მათი სახელფასო დავალიანების გამოც და აპირებს ტრანსპორტის პროფკავშირების საერთაშორისო ფედერაციის მონაწილეობით გემთმფლობელის წინააღმდეგ აწარმოოს სასამართლო და სხვა სახის იურიდიული საქმეები, რათა მეზღვაურებმა მიიღონ მათი კუთვნილი 10-11 თვის ხელფასი.
XS
SM
MD
LG