Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მილიონი დოლარით დააფინანსებს თბილისში ამომრჩეველთა სიის დაზუსტების პროცესს


აშშ-ის მთავრობა მილიონი დოლარით დააფინანსებს თბილისში ამომრჩეველთა სიის დახვეწას ე.წ. დამისამართების მოწესრიგების გზით. პროექტის ფარგლებში დაზუსტდება 474 ათასი ობიექტის მდებარეობა და დაახლოებით მილიონ 200 ათასი მოქალაქის კონკრეტული მისამართი. შესაბამის მემორანდუმს დღეს ხელი მოაწერეს აშშ-ის ელჩმა, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და თბილისის მერმა. აშშ-ის საელჩოს განცხადებით, დამისამართების პროექტი ნაწილია დემოკრატიული მმართველობის პროგრამისა, რომელსაც საერთაშორისო განვითარების სააგენტო ახორციელებს და საერთო ჯამში 16 მილიონი დოლარით აფინანსებს აშშ-ის მთავრობა. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობისა და ეფექტურობის ხელშეწყობას მოქალაქეთა უკეთ მომსახურებისთვის და სამთავრობო უწყებებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას.
XS
SM
MD
LG