Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი იძიებს მათი ჯარისკაცების სისასტიკის ფაქტს


ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო გამოძიება პრესაში გამოქვეყნებული იმ ცნობებისა, რომლის თანახმად ორ ბრიტანელი ჯარისკაცი ეჭვმიტანილია ავღანელი ბავშვების მიმართ მკაცრ მოპყრობაში. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, ბრალდებებს ბრიტანეთის სამხედრო პოლიცია გამოიძიებს. გაზეთ „სანის“ თანახმად ორი ბრიტანელი ჯარისკაცი დააკავეს 10 წლის ავღანელი ბიჭისა და გოგოს მიმართ შეურაცხმყოფელი მოპყრობის გამო, რაც ვიდეოფირზეა გადაღებული. ავღანეთში კოალიციის შემადგენლობაში 9500 ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. ავღანეთის ხელისუფლება ფაქტის გამოძებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. ერთი კვირით ადრე „იუტუბით“ გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია როგორ აშარდავს აშშ-ის ოთხი საზღვაო ქვეითი თალიბანის მეომართა ცხედრებს.
XS
SM
MD
LG