Accessibility links

უკრაინაში თანამდებობიდან გადადგა ფინანსთა მინისტრი


უკრაინაში თანამდებობიდან გადადგა ფინანსთა მინისტრი, ფიოდორ იაროშენკო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გააკრიტიკა ბიუჯეტი და ეკონომიკის არასახარბიელო პროგნოზი. იაროშენკოს არ უსაუბრია გადადგომის მიზეზებზე. იანუკოვიჩმა მაშინვე დანიშნა მინისტრის პოსტზე, ვალერი ხოროშკოვსკი, უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი. ის ეკონომიკის მინისტრად მუშაობდა 2002-2004 წლებში. უკრაინა, რომლის ეკონომიკაც დიდად არის დამოკიდებული რუსეთის გაზის დასავლეთში ტრანზიტზე, ვერ ახერხებს მოსკოვის დაყოლიებას მისთვის გაზის გაიაფებაზე. ამას ემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ უკრაინისათვის განკუთვნილი, 15 მილიარდი დოლარის მოცულობის კრედიტის გაყინვა.
XS
SM
MD
LG