Accessibility links

logo-print

რუსეთი შეინარჩუნებს მტკიცე პოზიციას სირიის საკითხში


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოსკოვი არ აპირებს ახსნა-განმარტებით გამოსვლას სირიისათვის იარაღის სავარაუდო მიწოდებასთან დაკავშირებით. ლავროვი სირიის საკითხს შეეხო ოთხშაბათს მოსკოვში, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას მას შემდეგ, რაც დაუსვეს შეკითხვა შეერთებული შტატების მიერ გამოთქმულ ვარაუდზე, რომ გასულ კვირაში რუსეთის გემმა იარაღი ჩაიტანა სირიაში. ლავროვის თქმით, მოსკოვს არ მიაჩნია საჭიროდ განმარტების გაკეთება, რადგან არ არღვევს რომელიმე საერთაშორისო შეთანხმებას, ან გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას. ლავროვმა აღნიშნა ასევე, რომ რუსეთი, ისევე როგორც ჩინეთი, მტკიცედ რჩება პოზიციაზე, გამოვიდეს სირიაში უცხოეთის ინტერვენციის წინააღმდეგ. რუსეთი მხარდაჭერას უწევს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს, რომლის ქვეყანაშიც, გაეროს მონაცემებით, 5000-ზე მეტი ადამიანია მოკლული ბოლო 10 თვის განმავლობაში, ანტისამთავრობო აქციების თანმხლები რეპრესიების შედეგად. სირიელი აქტივისტების ინფორმაციით, სირიის არმია ოთხშაბათს მოულოდნელად დაუზავდა მეამბოხეებს ქალაქ ზაბადანიში, რომელიც დედაქალაქ დამასკის მახლობლად მდებარეობს.
XS
SM
MD
LG