Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ავღანეთში თავდასხმებმა 13 ადამიანი შეიწირა


ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, დღეს 13 ადამიანი დაიღუპა სამხრეთ ავღანეთში მოწყობილი ორი თავდასხმის შედეგად. ჰელმანდის პრვინციის გუბერნატორის წარმომადგენლის თქმით, მოტოციკლიანმა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა შვიდი პოლიციელი და ორი სამოქალაქო პირი დახოცა იერიშისას, რომელიც მიმართული იყო პოლიციის ავტომანქანის წინააღმდეგ კაჯაკის რაიონში. ასევე ჰელმანდის პროვინციაში ნაღმის აფეთქებამ შეიწირა დაზვერვის უწყების ადგილობრივი თანამშრომელი, ორი მცველი და ერთი სამოქალაქო პირი. თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა ამ, მეორე თავდასხმაზე. იუწყებიან აგრეთვე, რომ მაღალი რანგის ავღანელი ოფიციალური პირის განცხადებით, ნატოს ჯარისკაცებმა მოკლეს ხუთი სამოქალაქო პირი, მათ შორის ორი ბავშვი მიმდინარე კვირაში ჩრდილოეთ ავღანეთში, ღამით განხორციელებული რეიდისას. ნატოს განცხადებით, ის ამოწმებს ამ ინფორმაციას.
XS
SM
MD
LG