Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”კოდაკს” გაკოტრება ემუქრება


კომპანია ”კოდაკმა”, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ლიდერობდა ფოტოაპარატების წარმოების საქმეში, აშშ-ში კრედიტორებისგან დაცვა მოითხოვა. კომპანია Eastman Kodak-ის ხელმძღვანელის ანტონიო პერესის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს აუცილებელი ნაბიჯია კომპანიის გადასარჩენად. ”კოდაკმა” 1 მილიარდი დოლარის კრედიტის მოპოვება შესძლო კომპანიის რეორგანიზაციისათვის. ანალიტიკოსების აზრით, 130 წლის ისტორიის მქონე კომპანიამ, რომელიც პირველად გამოუშვა სერიულ წარმოებაში პორტატული ფოტოაპარატი, ვერ შესძლო ადეკვატური რეაგირების მოხდენა ციფრული ფოტოაპარატების გავრცელებაზე და საბაზრო წილის დიდი ნაწილი კონკურენტებს დაუთმო.
XS
SM
MD
LG