Accessibility links

პაკისტანის ყოფილ პრეზიდენტს ურჩევენ, გადადოს სამშობლოში დაბრუნება


პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტის, ფერვეზ მუშარაფის მრჩევლები აცხადებენ, რომ მომხრეები ურჩევენ მუშარაფს, გადადოს სამშობლოში დაბრუნების გეგმა, თუმცა მას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე. პაკისტანში 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისი მოკავშირეების დამარცხების შემდეგ, მუშარაფი იძულებული იყო, გადადმგარიყო და პაკისტანი დაეტოვებინა, რადგან ახალი მთავრობა მისი იმპიჩმენტით იმუქრებოდა. მას შემდეგ ის ემიგრაციაში იმყოფება და დუბაისა და ლონდონში ცხოვრობს. გასულ კვირაში მუშარაფმა განაცხადა, რომ აპირებს, თვის ბოლომდე დაბრუნდეს პაკისტანში, 2013 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მოსამზადებლად. შინაგან საქმეთა მინისტრი, რეჰმან მალიკი კი აცხადებს, რომ დაბრუნების შემთხვევაში, მუშარაფს დააპატიმრებენ. მას რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორის ბრალდება, რომ სათანადო უსაფრთხოებით არ უზრუნველყო ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენაზირ ბჰუტო, რომელიც 2007 წელს მოკლეს.
XS
SM
MD
LG