Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი სასამართლოში გამოცხადდა


პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იუსუფ რაზა გილანი დღეს უზენაესი სასამართლოს წინაშე წარდგა სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფის ბრალდებით, რომელსაც შესაძლოა, მოჰყვეს მისი თანამდებობიდან გადაყენება. პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ გილანი დაიბარა იმის ასახსნელად, თუ რატომ არ მიმართა შვეიცარიას თხოვნით, განაახლოს პაკისტანის ამჟამინდელი პრეზიდენტის წინააღმდეგ კორუფციაში ბრალდების საფუძველზე 1990-იან წლებში აღძრული საქმის განხილვა. პრემიერ-მინისტრ გილანის აზრით, რომელიც მან სასამართლოშიც გამოთქვა, პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის გასამართლება დაუშვებელია პრეზიდენტის პოსტთან დაკავშირებული იმუნიტეტის გამო. პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ 1 თებერვლამდე გადადო მოსმენა.
XS
SM
MD
LG