Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრ ანქვაბი ”ნეიტრალურ პასპორტს” არ ცნობს


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი მოითხოვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი ვიზიტებისთვის მოქალაქეებმა უცხოური პასპორტებით ისარგებლონ. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას ალექსანდრ ანქვაბს აცნობეს, რომ ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, მის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში ევროპის ქვეყნებში გამგზავრებას აფხაზებსა და ოსებს სთავაზობს საქართველოს მიერ დამტკიცებული ე.წ. ნეიტრალური პასპორტით. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ანქვაბმა განაცხადა, რომ აფხაზეთს დატოვებენ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მოქალაქეებს ნეიტრალური პასპორტით სარგებლობას შესთავაზებენ.
XS
SM
MD
LG