Accessibility links

logo-print

ბანგლადეშის არმია: აღკვეთილია მთავრობის დამხობის გეგმა


ბანგლადეშის არმიის განცხადებით, მან აღკვეთა შეთქმულება, რომელსაც არმიის „რელიგიური ფანატიკოსი“ ოფიცრები ამზადებდნენ დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დასამხობად. ბრიგადის გენერალი მასუდ რაზაკი ამბობს, რომ დაპატიმრებულია შეთქმულებასთან კავშირში ეჭვმიტანილი ორი გადამდგარი ოფიცერი. პრემიერ-მინისტრ შეიხ ჰასინას მთავრობამ, რომელიც 2009 წლიდან მართავს ბანგლადეშს, შარშან განახორციელა ცვლილებები კონსტიტუციის სეკულარული ასპექტის გასაძლიერებლად. ამ რეფორმას მოჰყვა მუსლიმი აქტივისტების პროტესტი მიუხედავად იმისა, რომ ისლამს შენარჩუნებული აქვს სახელმწიფო რელიგიის სტატუსი. ბანგლადეშში რამდენჯერმეა განხორციელებული სამხედრო გადატრიალება მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანამ პაკისტანისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა 1971 წელს.
XS
SM
MD
LG