Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს დასრულდა არაბული ლიგის მისია სირიაში


დღეს ვადა გაუვიდა არაბული ლიგის მეთვალყურეთა მისიას სირიაში. მისიის მეთაური ახლა ამზადებს ანგარიშს სირიაში არსებული ძალადობის გარშემო. დოკუმენტს არაბული ლიგის ქვეყნების წევრები შაბათს გაეცნობიან. მოელიან, რომ მისიას ვადას გაუგრძელებენ ერთი თვით. სირიის მთავრობას სურს, რომ მეთვალყურეები დარჩნენ. ოპოზიციური ძალა გაეროს ჩარევის მომხრეა. გაეროს უშიშიროების საბჭოს თანახმად, მეთვალყურეთა იქ ყოფნის პერიოდში, ერთ თვეში, სირიაში 400 პირი დაიხოცა. გაერო ადრე აცხადებდა, რომ მარტში ძალადობის დაწყებიდან, სირიაში ხუთი ათასი ადამიანი დაიხოცა.
XS
SM
MD
LG