Accessibility links

აშშ-ის საზღვაო ფლოტმა ირანელ მეზღვაურებს დახმარება გაუწია


აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის თანახმად, მან სამაშველო ოპერეცია ჩაატარა და დაეხმარა ირანელ მეთევზეებს, რომელთა გემი იძირებოდა არაბეთის ზღვაში. ირანის გემი „ალ-მასური“ ამერიკულმა სამხედრო შვეულმფრენმა შენიშნა და დახმარება გაუწია მას.
ეს უკვე მესამე ასეთი შემთხვევაა ბოლო ორ კვირაში, ამ რეგიონში, სპარსეთის ყურეში და არაბეთის ზღვაში, როცა ამერიკელი სამხედროები ირანელებს დახმარების ხელს უწვდიან. სამაშველო ოპერაციები ტარდება აშშ-სა და ირანს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, როცა ირანი მუქარას გამოთქვამს, რომ გადაკეტავს ჰორმუზის სრუტეს, რომელიც ნავთობის ტრანსპორტის მნიშვნელოვანი გზაა.
XS
SM
MD
LG