Accessibility links

ტეხასის შტატის გუბერნატორი საარჩევნო პაექრობას გამოეთიშა


აშშ-ის ტეხასის შტატის გუბერნატორმა, რიკ პერიმ, რომელიც იბრძოდა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი გამხდარიყო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე, გამოეთიშა ბრძოლას და განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილ სპიკერს, ნიუტ გინგრიჩს. ამ ეტაპზე პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის რესპუბლიკური პარტიის სახელით იბრძვის მასაჩუსეტსის გუბერნატორი, მიტ რომნი, რომელიც ამ ეტაპზე ლიდერობს კიდეც. რომნის და გინგრიჩის გარდა კანდიდატობა სურთ სენატორ რიკ სანტორუმსა და ტეხასელ კონგრესმენ რონ პოლს.
XS
SM
MD
LG