Accessibility links

ავღანეთში დაიღუპა ნატოს 6 სამხედრო


ავღანეთის სამხრეთში ნატოს ვერტმფრენის ჩამოვარდნას ნატოს 6 სამხედრო ემსხვერპლა. სააგენტო ”როიტერს” ნატოს წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ვერტმფრენმა კატასტროფა ხუთშაბათს განიცადა. მიმდინარეობს გამოძიება. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ კატასტროფის არეალში მეამბოხეების აქტივობა არ შეინიშნებოდა. ეს ყველაზე მსხვილი კატასტროფაა გასული წლის აგვისტოს შემდეგ, როცა ვერტმფრენის ჩამოვარდნას ავღანეთის აღმოსავლეთში 30 სამხედრო შეეწირა.
XS
SM
MD
LG