Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი - მეცნიერის მკვლელებმა გამოიყენეს გაეროს უწყების ინფორმაცია


ირანი აცხადებს, რომ გასულ კვირაში თეირანში ირანელი მეცნიერის მკვლელობისთვის დამნაშავეებმა გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს ინფორმაცია გამოიყენეს. 11 იანვარს თეირანში მოკლეს ბირთვულ სფეროში მომუშავე მეცნიერი მოსტაფა აჰმადი როშანი. გაეროში ირანის ელჩის მოადგილემ ეშაღ ალ ჰაბიბმა განაცხადა, რომ არსებობს ”ღრმა ეჭვი” მეცნიერის მკვლელობის დაგეგმვისას ”გაეროს უწყებებიდან მოპოვებული ინფორმაციის” გამოყენების შესახებ. გაეროს წარმომადგენელმა მარტინ ნესირკიმ განაცხადა, რომ ის შეისწავლის საკითხს. ირანი აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებს მოსტაფა აჰმადი როშანის მკვლელობაში. ორივე ქვეყანა უარყოფს რაიმე სახით მონაწილეობას დანაშაულში.
XS
SM
MD
LG