Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი მილიარდ ევროზე მეტს ჩადებს საქართველოს ენერგოსექტორში


საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თურქეთი აპირებს მილიარდ ევროზე მეტის ინვესტირებას საქართველოს ენერგოსექტორში. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა თბილისში, საქართველო-თურქეთის ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენციის შემდეგ. კონფერენციაში მონაწილეობდნენ აგრეთვე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ალესქანდრე ხეთაგური, მისი თურქი კოლეგა ტანერ ილდიზი, თურქეთის ენერგეტიკისა და საბანკო სექტორების წარმომადგენლები. გილაურის განცხადებით, ენერგეტიკის სფეროში თურქეთთან გაფორმებულია სულ 40 კონტრაქტი, რომლებიც ეხება მომცრო და საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურების აგებას.
XS
SM
MD
LG