Accessibility links

logo-print

თურქეთი ფრანგ სენატორებს მოუწოდებს, უარყონ კანონპროექტი სომეხთა „გენოციდზე“


თურქეთი ფრანგ სენატორებს მოუწოდებს, არ დაამტკიცონ კანონპროექტი, რომელიც დანაშაულად აცხადებს იმის უარყოფას, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს თურქეთში სომეხთა „გენოციდი“ მოხდა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმეტ დავუთოღლუს განცხადებით, თურქეთი მოელის, რომ საფრანგეთმა პატივი სცეს, უწინარეს ყოვლისა, ევროპულ ფასეულობებს. „თუ კანონპროექტს დაამტკიცებენ, ეს შავ ლაქად დარჩება საფრანგეთის ინტელექტუალურ ისტორიაში და თურქეთი მას ყოველთვის შეახსენებს ამ შავ ლაქას“, დასძინა დავუთოღლუმ თურქეთის ტელევიზიით ნაჩვენებ განცხადებაში. საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ გასულ თვეში დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, პატიმრობა ემუქრება პირს, ვინც უარყოფს, რომ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა დახოცვა გენოციდი იყო. თურქეთი უარყოფს გენოციდის ბრალდებას. საფრანგეთის სენატში ორშაბათს უნდა გაიმართოს კენჭისყრა სენატის კომისიის მიმართვაზე, რომელშიც რეკომენდირებულია, არ დაუჭირონ მხარი "გენოციდის" შესახებ კანონპროექტის დამტკიცებას.
XS
SM
MD
LG