Accessibility links

logo-print

ნიკა გილაური: თურქეთი საქართველოს ენერგეტიკაში მილიარდ დოლარზე მეტს დააბანდებს


თურქეთი საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას დააბანდებს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა თბილისში, საქართველო-თურქეთის ენერგეტიკული კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა. გილაურის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელი მოეწერა 40-მდე დოკუმენტს, რომელიც ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ითვალისწინებს. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილს საქართველო მოიხმარს, ნაწილი კი ექსპორტისთვისაა განკუთვნილი. საქართველო-თურქეთის ენერგეტიკულ კონფერენციაზე ენერგეტიკის მინისტრებმა ალექსანდრე ხეთაგურმა და თანერ ილდიზმა ხელი მოაწერეს ბორჩხა-ახალციხის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზით ტრანსასაზღვრო ვაჭრობის საერთაშორისო შეთანხმებას.
XS
SM
MD
LG