Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო: მედიასივრცეში მალე ახალი ტელევიზია გამოჩნდება


საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ დღეს დაადასტურა, რომ უახლოეს ხანში მაუწყებლობას ახალი ტელეარხი დაიწყებს. პრესსამდივნოს ინფორმაციით, შპს "იგრიკა," რომელსაც საკაბელო და სატელიტური მაუწყებლობის უფლება აქვს, ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ეკატერინა ხვედელიძის საკუთრება გახდა. ბიზნესმენის პრესსამდივნოს განცხადებით, ახალი ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ექნებათ სრული სარედაქციო დამოუკიდებლობა, რაც ტელეარხის დებულებასა და კონტრაქტებში აისახება შესაბამისი ფინანსური ვალდებულებებითა და გარანტიებით. ახალი ტელეკომპანია აქტიურად ითანამშრომლებს ევროპაში არსებულ მაღალკვალიფიციურ საერთაშორისო ფონდებსა და ორგანიზაციებთან. ”მათი მონაწილეობა ახალი ტელევიზიის ფორმირების პროცესში კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოში დემოკრატიული სამყაროსთვის დამახასიათებელი სარედაქციო სტანდარტების დამკვიდრებას, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი თავისუფალი ქართული მასმედიის განვითარებისთვის", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადებაში.
XS
SM
MD
LG