Accessibility links

ლატვიაში გაიმართება რეფერენდუმი რუსული ენის სტატუსზე


ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება რეფერენდუმზე, რომელიც 18 თებერვალს უნდა ჩატარდეს რუსული ენის სტატუსის გასარკვევად. ელექტორატი უპასუხებს შეკითხვას, უნდა გახდეს თუ არა რუსული მეორე სახელმწიფო ენა ლატვიაში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ლატვიური ერთადერთი სახელმწიფო ენაა ლატვიაში მაშინ, როცა მოსახლეობის დაახლოებით მესამედს შეადგენენ რუსულენოვანი პირები. რუსული ენის სტატუსზე მსჯელობა დაიწყო მას შემდეგ, რაც გასული წლის სექტემბრის არჩევნებში წარმატება მოიპოვა პრორუსულმა ოპოზიციურმა პარტიამ. ლატვიის მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობა ელექტორატს მოუწოდებს, ნუ მიემხრობა რუსულის მეორე სახელმწიფო ენად აღიარებას.
XS
SM
MD
LG