Accessibility links

ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, შაბათს სულ ცოტა 13 ადამიანი დაიღუპა ქვეყნის მასშტაბით


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, შაბათს სულ ცოტა 13 ადამიანი დაიღუპა ქვეყნის მასშტაბით. ავღანეთის სასაზღვრო პოლიციის ხუთი თანმშრომელი იქნა მოკლული, როცა მათ მანქანას საფრიდან დაესხნენ თავს დასავლეთ ავღანეთში, პროვინცია ჰირათში. დღესვე მეამბოხეთა თავდასხმის შედეგად ნატოს ჯარისკაცი და სამი სამოქალაქო პირი დაიღუპნენ, როცა სატვირთო მანქანა გზის პირას დამონტაჟებულ ბომბზე აფეთქდა პროვინცია ჰელმანდში. ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ ავღანეთში ავღანეთისა და ნატოს ძალებმა მოკლეს ოთხი მოიერიშე, რომლებიც პროვინცია პაქტიკაში ბარმალის ოლქის ადმინისტრაციის უფროსზე თავდასხმას ცდილობდნენ.
XS
SM
MD
LG